შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის მოქალაქე, 1969 წელს დაბადებული ს.ე. ნარკოდანაშაულისთვის ბათუმში დააკავეს.
გერმანიის ქალაქ დიუსელდორფთან მატარებლების შეჯახების შედეგად 50-მდე ადამიანმა მიიღო დაზიანებები, იუწყება BBC პოლიციაზე დაყრდნობით.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთს მომავალი წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა აუკრძალა, მაგრამ რუს ათლეტებს, რომლებიც შეძლებენ იმის დამტკიცებას, რომ დოპინგისგან სუფთა არიან, საშუალება მიეცემათ მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიადაში, რომელიც სამხრეთ კორეაში ტარდება, ოღონდ, ნეიტრალური დროშის ქვეშ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს მოსახლეობას მიმართა და თქვა, რომ თუკი ქართველი ხალხი დაირაზმება და იგივეს გააკეთებს, რაც დღეს უკრაინელებმა აჩვენეს, მაშინ ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს „დიდი დრო არ უწერია“.
დასავლური მედიის ცნობებით, შეერთებული შტატების სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა გერმანიის „დოიჩე ბანკს“ დონალდ ტრამპის ანგარიშების მონაცემების მიწოდება მოსთხოვა, რაც, როგორც BBC წერს, იმის მაჩვენებელია, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ყოფილი დირექტორის გამოძიება პირდაპირ არის ფოკუსირებული შეერთებული შტატების პრეზიდენტზე.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს ივან ბრაიოვიჩს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ამ გზაზე მიღწეულ პროგრესს და ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს შეეხო.
სამხრეთ კალიფორნიაში გაჩენილმა ხანძარმა 27 000 მოსახლე აიძულა დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლები.
ცაგერის მერიაში მუნიციპალიტეტის მერს, ავთანდილ უგრეხელიძესა და კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ დავით წიკლაურს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი ბაკურ გოგოჭური, ვიცე-მერი რომან გოგიძე და სპორტისა და კრივის ადგილობრივი მესვეურები ესწრებოდნენ.
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში “ მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა წიგნის კუთხე მოაწყვეს. ავღანეთში წიგნები საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გააგზავნა.
კიევის პროკურატურამ სამართალდამცავების მიერ დაკავებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერფაქს-უკრაინა“ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.