საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კიევში დაპატიმრების საკითხს გამოეხმაურა საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ სააკაშვილის „უსაფრთხოება გარანტირებული იქნება“.
მარტვილის მუნიციპალიტეტში (ქ. მარტვილი, მშვიდობის ქუჩა) სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა გრძელდება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5 დეკემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0024 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებასთან დაკავშირებით ორშაბათს სიონის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურების აღსრულების შემდეგ ქადაგებისას ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ადამიანის სიარული ტაძარში, სადაც „სუფევს სულიწმიდის მადლი“.
კიევში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ეხმაურება.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა, მას შემდეგ რაც სპეცრაზმის მიკროავტობუსიდან მხარდამჭერებმა 3-საათიანი პატიმრობის შემდეგ გამოიყვანეს, ადგილზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა.
„მომავალ წელს თავდაცვის სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცება და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება იქნება“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ რუმინეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ ნიკოლაი იონელ ჩიუკასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის „დეპორტირება აღარ მოხდება, რადგან მან პასუხი უნდა აგოს კანონდარღვევაზე და ეს არის უკრაინის სუვერენიტეტის განადგურების მცდელობა".
მას შემდეგ რაც უკრაინის უსაფრთხოების ძალების მიკროავტობუსში სააკაშვილი თითქმის 3 საათი ჰყავდათ დაპატიმრებული, მან მხარდამჭერების დახმარებით მოახერხა სატრანსპორტო საშუალებიდან თავის დაღწევა და მხარდამჭერებთან ერთად რადას შენობისკენ გადაინაცვლა, სადაც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით აქცია იმართება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში, ევროპის მოედანზე მხარდამჭერებმა მიკროავტობუსიდან გამოიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.