კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს დაბრუნდება მოსკოვის საპატრიარქოში, განაცხადა კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა ფილარეტმა. „იმიტომ, რომ ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი სახელმწიფო“, აღნიშნა მან პრეს-კონფერენციაზე, როგორც ამას „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცის დროს ლიკვიდირებულთაგან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამმართველოს უფროსი, ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ამტკიცებს, რომ „საქმე იმაზე ცუდადაა“, ვიდრე ეს ყოფილ პრემიერ მინისტრს წარმოუდგენია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
თბილისში, ვერაზე მდებარე ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. imedinews-ის ინფორმაციით, შემთხვევა 51-ე სკოლასთან მოხდა. მათივე ინფრმაციით, შემთხვევისას ცივი იარაღით ერთი მოსწავლე მუცლისა და ფეხის არეში არის დაჭრილი, მეორე კი მუცლის არეში.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული გ.გ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპულთა შორის ადამ გუმაშვილი არ არის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს დანაშაულებრივი ჯგუფის ორმა წევრმა გაქცევა შეძლო, სიმართლეს არ შეესაბამება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულთაგან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია. როგორც ცოტა ხნის წინ სუს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, ჩატაევმა თავი აიფეთქა.
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულთაგან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.