შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ა.ა. ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.
პაკისტანის ქალაქ პეშავარის უნივერსიტეტში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. დაღუპულია სულ მცირე 9 და დაჭრილია 36 ადამიანი.
თეთრი სახლი სახელმწიფო მდივნის პოსტზე რექს ტილერსონის, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მაიკ პომპეოთი ჩანაცვლების გეგმას განიხილავს, იტყობინება შეერთებული შტატების მედია.
თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე სროლა იყო. imedinews წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საქმე ოჯახურ კონფლიქტს ეხება.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში, დღეს ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ და ბენეფიციარები მოინახულეს. პრეზიდენტსა და პირველ ლედის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო შავლაყაძემ უმასპინძლა.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ხონის ქალთა კლუბის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდი სოხუმის" წარმომადგენლებს უმასპინძლა.
„ეს არის ძალიან ცუდი კანონი, განსაკუთრებით, დაფინანსების მიმართულებით, რაც კრიტიკას ვერ უძლებს“, ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ორგანულ კანონს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“.
პარლამენტის მიერ სახალხო დამცველად არჩევის შემდეგ, მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა ნინო ლომჯარიამ, რომელიც აცხადებს, რომ „ალბათ, არ არსებობს იმაზე დიდი პატივი ადამიანის უფლებათა დამცველისთვის, რომ იყოს საქართველოს სახალხო დამცველი".
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (30 ნოემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0032 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.