შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოზარდიც გარდაიცვალა. არასრულწლოვანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.
„ქართული ოცნების“ ოფისში საქართველოს პრემიერ მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და სუს-ის ხელმძღვანელს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი თბილისში, ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდისთვის პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვს.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგის, დავით ლოლაძის განცხადებით, პაციენტს სამი ოპერაცია ჩაუტარდა.
პროკურატურამ ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციის თანამშრომელზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - 1991 წელს დაბადებული ა.ქ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ხოლო 1988 წელს დაბადებული ჰ.ბ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
სამხედრო დანაშაულობების ჩადენაში ბრალდებული ბოსნიელი ხორვატი სლობოდან პრალიაკი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს სხდომათა დარბაზში კალიუმის ციანიდის მიღების შემდეგ გარდაიცვალა, განაცხადეს ჰოლანდიელმა პროკურორებმა, რომელთაც დაიმოწმეს ცხედრის გაკვეთის შემდგომი წინასწარი ექსპერტიზის შედეგები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სასამართლომ მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.