საბურთალოს გამგეობამ 71 სხვადასხვა სახის პროექტი განახორციელა. აღნიშნული სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც გამგეობის ბიუჯეტიდან2 097 346 ლარით დაფინანსდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - კოვიდინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 103 ადამიანი, გარდაიცვალა 3 პაციენტი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ფ.დ. დააკავეს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში უკვე მეორე წელია ინფრასტრუქტურული პროექტების - ჰაიოს-ქართლოსის სკვერისა და თავისუფლების ქუჩის პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მთავრობის სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, განიხილეს საქართველოს კანონის პროექტი „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მიკრობანკის სახით შეიქმნება ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ოპერირებას განახორციელებს იმ სექტორში, რომელშიც მაღალი საოპერაციო ხარჯების გამო კომერციული ბანკების ინტერესი შედარებით დაბალია.
საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ
„კრწანისში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლების „შამქორი 2022“ გახსნის ოფიციალური
ცერემონიალი გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით აღმოსავლეთის სარდალმა,
ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიმართა, სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა
ყურადღება და მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ქვეითი ბატალიონის ასეულმა ვაზიანის მიმდებარე ტერიტორიაზე საველე სიტუაციური სწავლება (STX) ჩაატარა, რომელიც ითვალისწინებდა ბრძოლებს დასახლებულ პუნქტში და მის მიზანს ტაქტიკური უნარ-ჩვევების დახვეწა და გაუმჯობესება წარმოადგენდა.
გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ ცხადყო ის, რასაც საზოგადოებას თავიდანვე ვპირდებოდით: „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს საქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოწყობის არავითარი რესურსი არა აქვთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 246-ე წლისთავს ულოცავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.