ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ესტონეთის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლეს.
დღეს, ლიბერთიმ კომპანია “ტელეკლინიკა - MyDoc“-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში, უფროსი ასაკის მომხმარებელებსა და სოციალურად დაუცველ პირებს, მობილური კლინიკის მეშვეობით უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდებათ.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებინამ ელჩმა საფრანგეთში, თეა კატუკიამ თანამდებობა დატოვა და ამის მიზეზად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მასზე „მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა“ დაასახელა.
დედაქალაქის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, სამგორის რაიონის ორგანიზებითა და „ჰუალინგ ჯგუფის“ მხარდაჭერით, ჰუალინგის პარკში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. ფესტივალისაბავშვო-გასართობ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს მოიცავდა.
აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
პარტია „ქართული ოცნებიდან“ წასული საქართველოს პარლამენტის წევრები - სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე მორიგ ერთობლივ ვრცელ განცხადებას ავრცელებენ. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მისაღებად 6-თვიანი ვადის დაწესებას „მხოლოდ ერთი ლოგიკური ახსნა აქვს - ვიღაცას სურს, შექმნას ხელოვნური აჟიოტაჟი ამ თემის გარშემო და ხელოვნურად გააღვივოს ხალხის ემოციები, რათა რევოლუციური სცენარით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება და „ნაციონალური მოძრაობით“ მისი ჩანაცვლება მოხერხდეს“.
მიმდინარე წლის 30 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა განჩინება საქმეზე – „ახალაია საქართველოს წინააღმდეგ“ და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
30 ივნისს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს აღნიშნავს. წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში სპორტული ღონისძიებების კვირეული ოფიციალურად დაიხურა.
GUARDIAN.GE - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ზოგიერთი სახელმწიფო მზად არ არის შეეგუოს მსოფლიოში დომინირების დაკარგვას და ცდილობს შეინარჩუნოს უსამართლო ერთპოლარული მოდელი, ერთი ქვეყნის ან ქვეყნების ჯგუფის დომინირება კი მსოფლიო არენაზე სახიფათოა და აუცილებლად წარმოშობს მასშტაბურ, სისტემურ რისკებს.
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში და არ სურს, იხილოს ამ ომის გაფართოება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.