დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სურსათის ეროვნული სააგენტო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესახებ მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავენ. აღნიშნულთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ და სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის - ქვეყნის ძირითადი კანონის ახალი რედაქციით მიღებას ულოცავს. პრემიერის შეფასებით, ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.
მსოფლიო სახელმწიფოები, მათ შორის შეერთებული შტატების მოკავშირეები აცხადებენ, რომ ისინი ტრამპის მიერ დაწუნებული და კითხვის ნიშნის ქვეშ მოქცეული ირანის ბირთვული შეთანხმების გვერდით დგანან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთავში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, N2 სამმართველოს (ახალციხე) N5 სასაზღვრო სექტორის (ნიალა) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბანგლადეშის რესპუბლიკის ექვსი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას“ დღესასწაულს აღნიშნავს.
„ჩვენი პრიორიტეტია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რათა ადამიანები დასაქმდნენ, თვითრეალიზება შეძლონ და ქალაქში სოციალურად დაუცველების რიცხვი დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესაბამისად შემცირდეს. ამჟამად, „ქართუ ჯგუფის“ ინვესტიციის ფარგლებში, პანორამას, გალერეას, თაბორის მთის პროექტებზე დაახლოებით 15 000 ადამიანია დასაქმებული, პროექტების დასრულების შემდეგ კი 2000-მდე მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება“ - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშაულებს.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გარდაბნის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ონიანი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რუსთავის ჩიხის ქუჩაზე მცხოვრებ ამომრჩეველს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის მერობის კანდიდატი და მაჟორიტარობის კანდიდატი ნანული ვასაძე სოფელ ხალასა და გორგაძეების მოსახლეობას შეხვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.