„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს, პროტესტის ნიშნად დატოვა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქრთველოს“ მერობის კანდიდატი იოსებ ქარუმაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
გაძლევთ პირობას, რომ ნული გახდება თქვენი რეიტინგი, ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, რომან გოცირიძეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.
„ქართულ ოცნებაში“ შემავალი ხუთი პარტია რომ დაჯამდეს, რეალურად არის ერთი - რომ არა ბიძინა ივანიშვილის შვიდი მილიარდი, ეს ჯამური ერთი იქნება ნული, აღნიშნული განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ გააკეთა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქედის მერობის კანდიდატი ლევან გორგილაძე მახუნცეთის მაჟორიტარობის კანდიდატ ზურაბ თავდგირიძესთან ერთად, ქვედა მახუნცეთის, ქოსოფლის, ნამლისევის, მილისისა და უჩხითის მოსახლეობას შეხვდა.
ეს კონსტიტუცია პრეზიდენტს რომ დაეწერა, ის იქნებოდა სულ სხვანაირი კონსტიტუცია, აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა, სადაც ამ წუთებში იგი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატებს აცნობს.
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე აცნობს.
პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. რიგგარეშე სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.
თბილისის მერი დავით ნარმანია გერმანიაში საქართველოს ელჩად შესაძლო დანიშვნაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გარდაბნის მერობის კანდიდატი რამაზ ბუდაღაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გარდაბნის უბნებში იმყოფებოდა. როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობეს, რამაზ ბუდაღაშვილმა თითოეულ უბანს საარჩევნო პროგრამა გააცნო და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა. მათ არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.