მსახიობი ლიკა ქავჟარაძე ვაკის სასაფლაოზე დედის გვერდით დაკრძალეს. მსახიობი ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან, სადაც დღეს 12:00 საათიდან 15:00 საათამდე სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა, ტაშით გაცილეს.
პრეზიდენტმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით გასამართლებული მსახიობი ლაშა კურტანიძე შეიწყალა. შეწყალების მორიგი აქტი გიორგი მარგველაშვილმა ორი დღის წინ გამოსცა.
ზუგდიდში, რუსთავლის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულიდან გადმოვარდა. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოველში შეკრებილ მრევლს, სვეტიცხოვლობა მიულოცა.
მინდა, ყველას მივულოცო ეს უდიდესი დღესასწაული, სვეტიცხოვლობა, რომელიც ჩვენი ყველაზე წმინდა ადგილის დღესასწაულია, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს სვეტიცხოვლობის დღესასწაული პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.
თბილისში, ვაკის სამების ტაძარში, სადაც მსახიობ ლიკა ქავჟარაძის სამოქალაო პანაშვიდი მიმდინარეობს, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი გურჯაანში, არჩილ ხანდამაშვილი სოფლების, ბაკურციხის, ჩალაუბნის, მელაანის, ქოდალოს, დარჩეთისა და სოფელ გურჯაანის მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მცხეთიდან მიულოცა, სადაც სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზაქარია ენდელაძე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, სოფლების, მოხეს, ზანავისა და წახანის მოსახლეობას შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი დეიმონ უილსონი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.