საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. "იმედის" ცნობით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი მანქანა დაეჯახა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს, პოლიტიკურ დირექტორს ჟან-კრისტოფ ბელიარს შეხვდა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის მერობის კანდიდატი ლევან მაკალათია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტიული სიის პირველ ნომერ მამუკა კვიტაშვილთან ერთად, შპს „მექანიზატორის“ თანამშრომლებს შეხვდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის, თემურ ბასილიას საქმეზე 2008 წლის 28 ოქტომბრის განაჩენის გადახედვის პროცესი განაახლა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (12 ოქტომბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0001 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოს მოქალაქობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 5-წლიანი საქმიანობა შეაჯამა.
ხელმეორედ ამოვარდნილი ქარის მაღალი სიჩქარე აძლიერებს „კატასტროფულ“ ტყის ხანძარს, რომელმაც ჩრდილოეთ კალიფორნიაში სულ მცირე 31 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, განაცხადა შტატის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა.
ქალაქ ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია (GDSC) მიმდინარეობს. კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ გახსნა. თავდაცვის უწყების ცნობით, იზორიამ სიტყვით გამოსვლისას უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრა, კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.