პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ტყიბულის მერობის კანდიდატი თემურ ჩუბინიძე საწირის თემის სოფლების, დაბაძვლის, ძიროვნის, სამტრედიის, ახალსოფლის, საწირისა და ბზიაურის მოსახლეობას შეხვდა და მათ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი იზო ნემსაძე წარუდგინა.
ნატოს შტაბ-ბინის საერთაშორისო სამხედრო შტაბის თანამშრომლობითი უსაფრთხოების სამმართველოს აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების განყოფილებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართულებით მომუშავე შტაბის ოფიცერს, უწყებრივი მედალი საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.
თბილისის ზღვის ტერიტორიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლების დასკვნითი ეტაპი გაიმართა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (28 სექტემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0018 პუნქტით გაუფასურდა.
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2017 დასრულდა. სწავლების დახურვას გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ დაესწრნენ.
ასპინძის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ლევან ცაბაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ლევან ცაბაძე ამჯერად სოფლების, ნიჯგორის, ნაქალაქევისა და თმოგვის ამომრჩეველს შეხვდა.
ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართა. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობის მისაღებად, III ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონი ემზადება.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნენეცკის ავტონომიური ოლქის ხელმძღვანელი იგორ კოშინი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გარდაბნის მერობის კანდიდატი რამაზ ბუდაღაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ლიტვაში გრძელდება. ლევან იზორიასა და ქართული დელეგაციის წევრებს ლიტვის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვიტალიუს ვაიკშნორასმა უმასპინძლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.