საქართველოსა და ეუთო-ს თანამშრომლობა, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ეუთო-ს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ეუთო-ს გენერალური მდივნის, ტომას გრემინგერის შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში გაიმართა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამტრედიის მერობის კანდიდატმა ვალერიანე ფოცხვერიამ ე.წ. ნახალოვკის დასახლებაში შეხვედრა გამართა.
ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა იმ პროცესს, რაც დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციასთან, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას გააკეთა.
საქართველო უერთდება გაერო-ს რეფორმებთან დაკავშირებით აშშ-ის ინიციატივის შესახებ წევრი სახელმწიფოების დეკლარაციას, - დოკუმენტს ქართული მხარე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის ფარგლებში შეუერთდა.
ქარიშხალმა „მარიამ“ დომინიკას „ფართომასშტაბიანი ზარალი“ მიაყენა, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, რუზველტ სკერიტმა.
ჩრდილოეთ კორეამ გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ მასზე სანქციები და ზეწოლა მისი ბირთვული პროგრამის მხოლოდ დაჩქარებას გამოიწვევს.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხობის მერობის კანდიდატი გოჩა ქაჯაია ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, დედაქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტს პოპულარიზაციას გაუწევს.
უკრაინაში, ლვოვში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის საქმის სასამართლო პროცესი დაიწყო. სასამრთლო 10 სექტემბერს „შეგინის" გამშვებ პუნქტზე განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.