ფლორიდის მოხუცებულთა სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც ქარიშხალ „ირმას“ გამო რამდენიმე დღე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, რვა ადამიანი გარდაიცვალა.
მოსკოვში, რამდენიმე ვაგზლიდან, სავაჭრო ცენტრებიდან და უმაღლესი სასწავლებლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა, მას შემდეგ რაც სამართალდამცველებმა ანონიმური სატელეფონო ზარები მიიღეს, რომლებიც იუწყებოდნენ, რომ აღნიშნული ობიექტები დანაღმული იყო. საუბარი ძირითად ეხება კიევის, იაროსლავის და ყაზანის ვაგზლებს, ლენინგრადის გამზირზე სავაჭრო ცენტრ „მეტროპოლისს“, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ასევე მოსკოვის სეჩინოვის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს.
მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სააქტო დარბაზში ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ერეკლე საღლიანის შემოქმედებითი საღამო ჩატარდა. ავტორზე და მის შემოქმედებაზე მისმა მეგობრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს.
მარტვილის მუნიციპალიტეტში მარტვილი-სერგიეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაიწყო. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
ონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ჯებირებისა და გზის დამცავი გაბიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თბილისში სენატორ ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. მასთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე და ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორი.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში ავიაცია ჩაერთო. აღნიშნულ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, ავიაციის მეშვეობით უკვე შეიწამლა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ანჟელში არსებული ფართობები და სიმინდის ნათესები.
რუსეთის ქალაქებში ანონიმური სატელეფონო ზარების გამო, რომელიც საფრთხეების შესახებ იუწყებოდა, 45 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (13 სექტემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0002 პუნქტით გამყარდა.
ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია MOODY's-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის Ba3-დან Ba2-მდე გაუმჯობესება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.