შსს-ს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული გ.კ. თბილისში დააკავეს.
სასტუმრო „The Biltmore hotel Tbilisi“-ში, თბილისის მერიის ორგანიზებით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმი (LED) გაიხსნა. ფორუმი დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ გახსნა.
აშშ-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ რუსეთს ოკუპირებული რეგიონებიდან თავისი სამხედროების გაყვანისკენ მოუწოდებს.
თბილისში, პეკინისა და მიცკევიჩის მიმართულებით არსებულ ტერიტორიაზე, მიწისქვეშა პარკინგი გაკეთდება. დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განმარტებით, მერიაში შესულია შესაბამისი ბიზნესწინადადება, რომელიც ამჟამად განხილვის ეტაპზეა.
ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 174 ათას ლარს შეადგენს.
საქართველოს საელჩოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ორგანიზებით, 12 სექტემბერს, კოპენჰაგენში განლაგებულ გაეროს ქალაქში (UN City) გაიხსნა საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ერთობლივი პროექტი - ფოტო-გამოფენა „50 ქალი საქართველოდან“
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი „დემოკრატიული პარტიიდან“ ჰილარი კლინტონი, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკელ“ დონალდ ტრამპთან დამარცხდა, ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მასთან მიმართებაში „პირადი შურისძიება“ ამოძრავებდა, რაც მისი მეუღლის, ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას გატარებულ პოლიტიკას უკავშირდება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი UNWTO-ს სესიის მონაწილეებს მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით მიმართავს, სადაც ყურადღებას გაამახვილებს მსოფლიოს ქვეყნების განვითარებაში ტურიზმის ინდუსტიის მნიშვნელობასა და საქართველოში ტურიზმის სფეროს წარმატებაზე. მიხეილ ჯანელიძე ასევე მონაწილეობას მიიღებს ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ ხეების დარგვის ცერემონიაში.
საქართველოს ვიცე პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) 22-ე გენერალური ასამბლეის გახსნის საზეიმო ცერემონიაში, რომელიც ჩინეთის რესპუბლიკის ქ.ჩენგდუში 2017 წლის 12-15 სექტემბერს იმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.