შინდისის ბრძოლის გმირების ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქართულ ჭიდაობაში ტურნირი ჩატარდა. სპორტულ აქტივობას, რომელიც გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპორტის სამსახურის ორგანიზებით მესამედ გაიმართა, თბილისის ჭიდაობის ფედერაციის დარბაზმა უმასპინძლა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სრულად ლიკვიდაციის შემდეგ დაიწყება ტერიტორიის დეტალური შესწავლა, რომლის დროსაც დაზუსტდება გარემოზე მიყენებული ზიანი და დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები.
ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფლების, მლაშე–ფლატეს დამაკავშირებელი 1575-მეტრიანი გზის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. დასრულებული სამუშაოები ადიგენის გამგებელმა, ზაქარია ენდელაძემ ადგილზე მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
საფრანგეთის საპორტო ქალაქ მარსელში ავტობუსების გაჩერებაზე ავტომანქანა შევარდა, დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი. ინფორმაციას პოლიციაზე დაყრდნობით სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
ამერიკის შეერთებული შტატები 2017 წლის 23 აგვისტოდან არასაემიგრაციო ვიზების გაცემას მთელი რუსეთის მასშტაბით აჩერებს. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქეთის ქალაქებს - ანტალიასა და ქემერს შორის ავტომაგისტრალზე ტურისტული ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც დაზიანებები აქვს მიღებული მგზავრების უმრავლესობას, მათ შორის ორი ბავშვს. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა ყოველწლიურ სამხედრო წვრთნებს ახორციელებენ, რაც მუდმივად ფხენიანის გააფთრებას იწვევს.
შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩავიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება უახლოეს საათებში მოხდება, თუ ბუნებრივი პირობები ამის საშუალებას მისცემს მეხანძრეებს.
ბორჯომში მდებარე ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და მის შემადგენელ ნაწილს - ე.წ. კუკუშკას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.