გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე ახალშობილი იპოვეს. ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
საქართველოში, რომელიც პენსის მეორე გაჩერების ადგილია და რომელიც NATO-ს არაწევრი ქვეყანაა, ვიცე-პრეზიდენტი ქვეყნის ლიდერებს შეხვდება და დაესწრება შეერთებული შტატების და ქართული ჯარების მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას. თბილისის დარწმუნებაც დღის წესრიგის მთავარი ამოცანაა, განაცხადა კანზასის უნივერსიტეტში ევროპული უსაფრთხოების მკვლევარმა მარია ომელიჩევამ.
„ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ოფიციალურად გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე ქართველი და უცხოელი სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო.
ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი რამდენიმე აფეთქების შემდეგ, ახლა ერაყის საელჩოსთან სროლების ხმა ისმის. ინფორმაციას BBC პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, მხილებულ იქნა 3 წევრისგან შემდგარი ჯგუფი.
მესტიაში 29 ივლისს ფესტივალი „სვანეთობა 2017“ გაიმართა. ფესტივალმა რეგიონულ ფოლკლორულ ფესტივალ „ფუძეობა“-ს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, სეტის სკვერში ტრადიციული სვანური სამზარეულოსა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა მოეწყო.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობთან დღეს დილით მეწყერი ჩამოწვა. აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული მ.კ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოში დააკავეს.
გერმანიაში, მდინარე რეინის თავზე საბაგიროს კაბინის საყრდენ ბოძთან დაჯახებამ ათეულობით ადამიანი ცაში გამოკიდებული დატოვა. ამის შესახებ BBC იუწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.