„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა უხელმძღვანელებს.
თბილისის მერია „კურიერში" გასულ სიუჟეტს ეხმაურება და აღნიშნულთნ დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და ის ამ წუთებში თბილისში გადმოჰყავთ. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, იგი ხაშურში მკურნალობს.
მძღოლმა თავისი ახალთახალი, 1 საათის წინ ნაყიდი 200,000-ფუნტიანი, „ფერარის“ მაღალი სიჩქარით მართვისას კონტროლი დაკარგა, ავტომაგისტრალიდან გადაუხვია და მინდორში აღმოჩნდა, რის შემდეგაც ავტომანქანა მალე ცეცხლში გაეხვა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კურსის რიგით მეექვსე გამოშვების ცერემონიალს დაესწრო.
თბილისში, სოფელ დიღომში „ბედნიერი სახლის" მშენებლობა დაიწყო. სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო-სასტუმრო ცენტრი იქნება პირველი სახლი, სადაც სიმსივნით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები უფასოდ სარეაბილიტაციო მზრუნველობის მომსახურებას მიიღებენ.
ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანა „სტრაიკერები“ საქართველოშია. მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებისთვის „ღირსეული პარტნიორი" ფოთის პორტში აშშ-ის ტექნიკის მორიგი ნაწილი შემოვიდა.
ორფოლოს პოლიგონზე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის საჩვენებელი სწავლება გაიმართა. ბატალიონს დავალება მოწინააღმდეგის ბლოკირების შესახებ მიეცა, რაც წარმატებით შესრულდა.
ჩრდილოეთ კორეა მის ბოლო კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვებას გამოეხმაურა, მას წარმატებული უწოდა და იგი აღწერა, როგორც „ულმობელი გაფრთხილება“ შეერთებული შტატებისადმი.
დავით ნარმანიამ ივნისში თბილისის მერიასა და გამგეობებში 600-ზე მეტი ადამიანი ერთ დღეში ხელმოწერილი ბრძანებების საფუძველზე დაასაქმა. ინფორმაციას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს, რომელიც ირწმუნება, რომ „კურიერმა“ თბილისის მერის ხელმოწერილი ორი განკარგულება მოიპოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.