საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ბინ სულტან ალ ნაჰაიანი მიიღო.
მესტიის მუნიციპალიტეტში სახალხო დამცველის რიგით მეცხრე ოფისი გაიხსნა. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, ოფისი ომბუდსმენმა თამანმშრომლებთან ერთად გახსნა.
საქართველო-უკრაინის ერთობლივ ბიზნესფორუმს გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთად დაესწრო.მათ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე, ასევე საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-უკრაინის ერთობლივ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ორი ქვეყნის იმ საერთო გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის წინაშეც აღმოჩნდა სამხრეთ კავკასია და შავი ზღვის რეგიონი მას შემდეგ რაც რუსეთის ოკუპანტური და მილიტარული პოლიტიკის გატარების შედეგად უსაფრთხოების გარემო გაუარესდა.
აბაშა - მარტვილის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 30-32 კმ მონაკვეთზე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1 447 768 ლარს შეადგენს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (18 ივლისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0008 პუნქტით გამყარდა.
მას შემდეგ რაც ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“, დუშეთის მუნიციპალიტეტში 600-ამდე ადამიანი დაუბრუნდა მშობლიურ კერას, ხოლო მაღალმთიან სოფლებში შობადობა საგრძნობლად, 20%-ით მაინც არის გაზრდილი. აღნიშნული სტატისტიკური ინფორმაცია Guardian.ge-ს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვაჟა ჩოხელმა მიაწოდა.
ხონის საბავშვო ბაგა - ბაღების ადმინისტრაციამ პროექტის „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა" ფარგლებში, საწოლები ( 110 ერთეული), სათამაშოების თაროები (7 ერთეული), ლეიბები, საბნები და გადასაფარებლები შეიძინა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარას ადმინისტრაციული შენობის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 31 624 ლარი გამოიყო.
საერთო საჯარისო ცენტრი ერთი წლის გახდა. საიუბილეო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.