შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხრიდან გამგებლის პოსტზე კენჭისყრის შეთავაზების შემთხვევაში მიმდინარე წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედუარდ აღასარიანი, რომელიც ამავე დროს მმართველი პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეცაა.
საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ორჯერ მივმართეთ ოფიციალურად უკრაინულ მხარეს სააკაშვილის გადმოცემის მოთხოვნით და ორივეჯერ მივიღეთ ოფიციალურად უარი, აღნიშნული განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა.
ასპინძის მუნიციპალიტეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის გაუქმების შემდეგ, მისმა საბიუჯეტო შემოსავლებმა იკლო, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერის თანხები ადგილზე მოქმედი ჰიდროელექტროსადგურის ქონების გადასახადიდან მიღებული თანხებით კომპენსირდება.
თელავში, მშვიდობის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
თერჯოლაში, კლინიკა „თერჯოლა-მედში“ ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა. გარდაცვლილი მცირეწლოვანის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, რომ ანა კაპანაძე საღამოს, 22:00 საათზე საოპერაციოდ შეიყვანეს, თუმცა, ბავშვი ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა.
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, მან ინფორმაცია გადაამოწმა, უკრაინამ ექსტრადირებაზე უარყოფითი პასუხი გასცა და დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა.
შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტებს „დიდი ოცეულის“ სამიტზე მეორე, მანამდე გამოუცხადებელი შეხვედრა ჰქონდათ მას შემდეგ, რაც ისინი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 7 ივლისს ოფიციალურად 2 საათის და 15 წუთის განმავლობაში შეხვდნენ ერთმანეთს, აღნიშნული მეორე შეხვედრის შესახებ კი თეთრ სახლს დღემდე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფლების, ბენარა-უნწის დამაკავშირებელი 1495-მეტრიანი გზის აღდგენა დასასრულს უახლოვდება.
საქართველოს პრეზიდენტმა „ამბასადორიალი - 2017“-ის ფარგლებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან დახურული შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე ყურადღება საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე გამახვილდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.