შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს პირველად შეხვდა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, დიდი ოცეულის სამიტის დაწყების წინ, მოგვიანებით კი ორი ქვეყნის ლიდერებს პირისპირ შეხვედრა ექნება.
მოსამართლე გიორგი დარახველიძემ დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მიერ წარდგენილი არგუმენტები არ გაიზიარა და ნარკოდანაშაულში ბრალდებული მიხეილ თათარიშვილის მიმართ, რომელიც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის (18 აბი სუბოტექსის) ბრალდებით 15 მარტს დააკავეს, 27 ივნისს კი 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანა ხიდები, ნაპირსამაგრები; დაიტბორა სასოფლო–სამეურნეო სავარგულები, წარმოიქმნა მეწყრული ზონები.
კასპის მუნიციპალიტეტში მაშველები ოთხ გაუჩინარებულ ადამიანს ეძებენ. შემთხვევა 5 ივლისს მოხდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის წევრებსა და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებენ, რომ 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმების ანტიკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ.
ძლიერი წვიმის შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 54-ე კმ-ში (სოფ. გვრიტოსთან) ჩამოვიდა დაახლოებით 150მ3 მოცულობის მიწა კლდის შვავი, რის შედეგადაც გზა დაიკეტა.
ტყიბულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, ამ ეტაპზე სპორტის სასახლესთან მისასვლელი ბეტონის საფარიანი გზის მშენებლობა ხორციელდება.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემში გზის მშენებლობა მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები მარტვილის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ, გამგებლის პირველმა მოადგილემ, გიორგი გოროზიამ და ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელმა, ჯამბულ გეგეჭკორმა დაათვალიერეს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვალერიანე ფოცხვერიამ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, გია მიქელაძემ მუნიციპალიტეტის მასშტაბით აღდგენილი საგზაო ინფრასტრუქტურა მოინახულეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.