გადაუღებელმა წვიმებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი დააზარალა. სტიქიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ საელიაოში 65 წლის მამამკაცი იმსხვერპლა. მას მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე მსხვილფეხა პირუტყვი გადაჰყავდა, როცა იგი ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა მამაკაცის ცხედარი მალევე იპოვა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მისი შეხვედრის დასაწყისშივე წამოწია ამერიკელი ხალხის წუხილი მოსკოვის მიერ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით.
რაჭაში უხვი ნალექის გამო ადიდებული მდინარე რიონი კალაპოტიდან გადმოვიდა, შედეგად, ქალაქ ონის მარცხენა სანაპირო და მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა.
ჩრდილოეთ სინაზე ეგვიპტის არმიის საჯარისო ფორმირების შლაგბაუმის ორი ავტომანქანის მიერ გარღვევის და აფეთქების შედეგად სულ მცირე 23 ეგვიპტელი ჯარისკაცი დაიღუპა და სულ მცირე 26-ზე მეტმა მიიღო დაზიანებები. ინფორმაციას „როიტერსი“ უსაფრთხოების ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებები შედგა, რომელიც დაგეგმილზე გაცილებით მეტ ხანს, 2 საათი და 15 წუთი გაგრძელდა. ეს იყო პირველი შეხვედრა შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტებს შორის, რომლებსაც აქამდე ერთმანეთთან მხოლოდ სატელეფონო კონტაქტი გააჩნდათ და პირისიპირ მოლაპარაკებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ძალზე ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდათ - ხელის ჩამორთმევის დონეზე.
საქართველოს საპატრიარქო „სამხრეთ ოსეთის“ სასაზღვრო ზოლის გადმოწევას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ საქართველოს „მხრიდან ძალისმიერი წინააღმდეგობის გაწევა შეიძლება დიდი პროვოკაციის მიზეზად იქცეს“.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.
კრწანისში მდებარე საერთო საჯარისო ცენტრში საველე დაზვერვის უმცროს ოფიცერთა კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიულოცა, მხარდაჭერა აღუთქვა და წარმატებები უსურვა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (7 ივლისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0003 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.