I საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე 33-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო. დღეიდან ისინი ამავე ბრიგადაში სამხედრო სავალდებულო სამსახურს განაგრძობენ და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მსგავსად, გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ.
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 30 ივნისს დღის 12:07 საათიდან 16:54 საათამდე საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის, ახმეტის და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე შიდამასიური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის კერა გაანეიტრალა, რისთვისაც გასროლილი იქნა 60 ერთეულამდე რაკეტა.
გერმანიის პარლამენტის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ერთი და იგივე სქესის ადამიანთა ქორწინებას დაუჭირა მხარი - რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ანგელა მერკელმა კენჭისყრის მიმართ მისი ოპოზიციური წინააღმდეგობა შეწყვიტა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (30 ივნისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0036 პუნქტით გამყარდა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, სანდრო ახმეტელის სახლ-მუზეუმში მისივე სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა.
თბილისში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში პირველი ქართველი მოქანდაკე ქალის, ნინო წერეთლის დაბადებიდან 115 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელთან, მიხეილ შვიდკოისთან არანაირი სამთავრობო შეხვედრები არ იგეგმება.
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 29 ივნისს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 587 კმ2 საერთო ფართობის შიდამასიური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც გასროლილი იქნა 20 ერთეულამდე რაკეტა.
პარლამენტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე მაია მელიქიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი რევაზ ბენიძე ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ლეჩხუმის ტურისტული ინფრასტრუქტირის შექმნას მიიჩნევს და აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტი გარკვეულწილად მზად უნდა იყოს იმ დროისათვის, როცა ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-უშგული-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდება და ზემო სვანეთში მიმავალი ტურისტების დიდი ნაკადი მათი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.