ახალმა, მძლავრმა კიბერთავდასხმამ მასობრივი შეფერხება გამოიწვია ევროპის გასწვრივ, განსაკუთრებით მძლავრი დარტყმა კი უკრაინას მიაყენა. კერძოდ, სერიოზული კიბერ დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ უკრაინის ბანკები, სამთავრობო ოფისები. ქვეყნის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ თავდასხმა უპრეცედენტოა, მაგრამ მას „სასიცოცხლო სისტემებზე ზემოქმედება არ მოუხდენია“.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი აფგან მუხთარლის საქმეს მუდმივ მონიტორინგს გაუწევს - მზად და ღია იქნება ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად.

სრულად...

ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56.5-კილომეტრიანი გზა ექსპლუატაციაში სრულად შევიდა, - ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15.2-კილომეტრიანი მონაკვეთი შეემატა. 

სრულად...

ვაზიანის IV მექანიზებულ ბრიგადას ბედიანის ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელები ეწვივნენ. ახალგაზრდებმა სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. მოზარდები სიმულაციურ ცენტრსაც ესტუმრნენ.

სრულად...

„მომავალი წლიდან სერჟანტთა კორპუსის პირად შემადგენლობას თანამდებობრივი სარგო ემატება, რაც სერჟანტს კარიერული ზრდისათვის და საკუთარი თავის მუდმივი სრულყოფისათვის კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მისცემს", აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში გააჟღერა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტთა კორპუსის დღე აღინიშნა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილი უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის დაყენებას არ აპირებს.

სრულად...

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი რეზოლუციის შექმნას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის განხორციელების თაობაზე“, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, პირველმა ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა, რომელიც ვიზიტად სტრასბურგში იმყოფება. 

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 ივნისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში არ შეცვლილა.

სრულად...

თბილისის მერიამ დედაქალაქში ათეულობით „პრობლემური ავტოგასამართი სადგურების ნუსხა“ შეადგინა და მათი დემონტაჟის შესახებ ფიქრობს. უფრო ზუსტად, საუბარია თბილისის სხვადასხვა ნაწილში მდებარე 70-80 ავტოგასამართ სადგურზე, რომელიც როგორც მერია თვლის, თავის დროზე წინდაუხედავად აშენდა, დღეს უკვე სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობას უშლის ხელს და მომავალში მოსალოდნელია, რომ პრობლემამ კიდევ უფრო მეტი სიმწვავე შეიძინოს.

სრულად...

„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს შაბათს, 1-ელ ივლისს წარადგენს. განცხადება ამის თაობაზე ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი