საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო, რომელიც დიდი ბრიტანეთის საელჩოში გაიმართა.
საქართველოს საპატრიარქო საინგილოში, კახის რაიონში მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის საკურთხეველში ახალგაზრდა მამაკაცის მიერ „შეუფერებელი მანერით „შესრულებულ“ შუბერტის „ავე მარიას“, რომელიც აზერბაიჯანული გასართობი ტელეკომპანია „arb“-ის ეთერში გავიდა, გმობს და მიმართავს აზერბაიჯანის ხელისუფლებას და და სთხოვს სულიერ ლიდერს, „დროულად მოხდეს ფაქტების მოკვლევა და სათანადო ზომების მიღება არსებული დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად“.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ დასავლეთ ლონდონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის გაჩენის მიზეზების დასადგენად საჯარო გამოძიების ბრძანება გასცა.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 115 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ციხის ტერიტორიაზე გაიმართა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (15 ივნისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0018 პუნქტით გამყარდა.
აღმოსავლეთ ჩინეთში ხუთშაბათს საბავშვო ბაღში მომხდარმა აფეთქებამ სულ მცირე 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაზიანებები მიიღო 59-მა ადამიანმა. ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექს „ფაგოტებით“ საველე სწავლება გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის მიერ ვარდების მოედანზე მოქალაქის ცემის ფაქტს უარყოფს. აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყებამ განცხადება გაავრცელა.
„ქრონიკა პლუსის“ რედაქტორის, ელისო კილაძის შვილის დაკავებისას პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე დაწყებული გამოძიება შეწყდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.