ვერეს ხეობაში ავტომობილის გადავარდნის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი გარდაიცვალა. შემთხვევა დღის საათებში მოხდა. მდინარეში ამ დროისთვის უცნობი მიზეზით გადავარდნილ ავტომანქანაში 4 მგზავრი იმყოფებოდა. ისინი თბილისის 2 სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ დუშეთში ცენტრალური პარკის აღდგენას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ, ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულეს.
ადიგენის მუნიციპალიტეტში ადიგენი-გორგული-უდე-არალის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე არსებული ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებსა და არგენტინის ნაკრებს შორის მატჩი ქართველების გამარჯვებით დასრულდა.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ქართველ ისტორიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, პროფესორ მარიკა ლორთქიფანიძეს 95 წლის იუბილე მიულოცა.
7 უკრაინელი ჯარისკაცია მოკლული პრო-რუსი მებრძოლების მიერ უკრაინის აღმოსავლეთში სამი დღის წინათ განახლებული ბრძოლების შედეგად. ინფორმაციას უკრაინის სამხედრო ძალები ავრცელებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (13 ივნისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0043 პუნქტით გაუფასურდა.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის თანამდებობიდან გოჩა ზეიკიძის წასვლას არ ადასტურებს მისი პირველი მოადგილე გურამ ამირიძე. როგორც მან Guardian.ge-ს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, ზეიკიძემ დილას ჩვეულებრივ ჩაატარა თათბირი, რის შემდეგაც თავად რეგიონში გავიდა და ამ წუთებამდე არ ფლობს ინფორმაციას გუბერნატორის პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით.
ერაყის ქალაქ მოსულის სიახლოვეს, იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკში საკვების მოწამვლისაგან ასეულობით ადამიანი გახდა ცუდად და ერთი ბავშვი გარდაიცვალა.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია უარს აცხადებს 2009 წელს ვალტერ და ია აქუბარდიების მიერ სოფელ ჭალეში მათ საკუთრებაში არსებული კარ-მიდამოს შემოწირულობის სახით მიღებაზე და „რაკი აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით გაჩნდა უკმაყოფილება, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ მიიღო გადაწყვეტილება უარი განაცხადოს ასეთ შემოწირულობაზე და სრულად დაუბრუნოს ოჯახს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.