პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ქართველმა ჟურნალისტებმა აზერბაიჯანელი კოლეგის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად მდუმარე აქცია გამართეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ბრალდებული გ.თ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 120-ე მუხლით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სიგარეტის ნაწარმის, აქციზური მარკის გარეშე, გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული დ.პ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
ლევან ბოძაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობა დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოკლე ინფორმაცია უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ „ფეისბუქის"საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. „რუსთავი 2"-ის ცნობით, პანკისელი 25 წლის მუხმად ბაღაკაშვილის გარდაცვალებას ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მცხოვრები მისი ოჯახი ადასტურებს.
საერთაშორისო ფრენებს ახალი, პირდაპირი მიმართულების რეგულარული რეისი დაემატა - „თბილისი-ლონდონი-თბილისი", რომელსაც ქართული ავიაკომპანია Georgian Airways შეასრულებს.
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთში ი/მ გიორგი ხაზარაძის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა შეიქმნა და 2017 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო.
აშშ-ში, ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში სროლების შედეგად 5 დამიანია მოკლული. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.