საქართველოს პრემიერ მინისტრი აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევს და სთხოვს საქართველოს პრეზიდენტს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადაში მიანიჭოს აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა.
თვითმკვლელმა ტერორისტმა ქაბულში, პარასკევის პროტესტის დროს დაღუპული მამაკაცის დასაფლავებაზე თავის აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი მოკლა. ინფორმაციას BBC ავღანეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიტოლოგი, ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი გია ხუხაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ჯეჯელავას მხრიდან „ყველა საკითხზე“ კომენტარების გაკეთებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მინისტრი „აბსოლუტურ სისულელეებს ლაპარაკობს“.
პოლიტოლოგი, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი გია ხუხაშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში „სრული ქაოსის“ და „ბარდაგის“ შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ იმ ფონზე, როცა პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სახით „გვყავს პოლიტიკური ლიდერი, რომელიც პოლიტიკაში არ ერევა“ და „არავინ იცის სად მიიღება გადაწყვეტილება“ – ცხოვრება „აბსურდის თეატრში“ ცხოვრებას დაემსგავსა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემრულებელმა თემურ ქოჩიაშვილმა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელა. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში მრავალასეულობითათასიანი პროექტი ხორციელდება და ძირითადი აქცენტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზეა გაკეთებული.
„Fine Gael“ -ის პარტიაში გამარჯვების მიღწევის შემდეგ, ლეო ვარადკარი ირლანდიის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი გახდება.
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 71-ე სესიაზე საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის - რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებას ეხება - მხარდამჭერთა რიცხვის გაზრდას „ძალიან კარგ“ ფაქტად მიიჩნევს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ მინისტრს და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ულოცავს. მისალოც წერილში ტრამპი აღნიშნავს, რომ „დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო ჩამოყალიბდა დემოკრატიის ლიდერად, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების საქმეში“.
პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისთვის მიუღებელია ჩინეთის მილიტარიზაცია სამხრეთ ჩინეთის ზღვის კუნძულებზე.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ეხმაურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.