თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე პარლამენტის თავმჯდომარე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში, კანდიდატის დასახელების პროცედურების შესაბამისად მიიღება.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ მუშაობა დაასრულა.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ სამშვიდობო მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოდან მოსწავლეების წერილები მიიღეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5 ივნისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0020 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ დღეს სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უწყებაში უმასპინძლა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, აფგან მუხთარლის მეუღლეს, ლეილა მუსტაფაევასა და მის მცირეწლოვან შვილს დაცვა დაენიშნა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 სასამართლოში თავმჯდომარეები დანიშნა. სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნა საბჭოს წევრების ერთსულოვანი მხარდაჭერით მოხდა. კენჭისყრამდე კანდიდატებთან მცირე გასაუბრება გაიმართა.
„არსებული სისტემა ქმნის სერიოზულ რისკებს და საფრთხეებს. ჩვენ გვინდა, რომ ასეთი რამ გამოვრიცხოთ გრძელვადიან პერსპექტივაში და აქედან გამომდინარე, ჩემი სუბიექტური და როგორც ერთი პარლამენტარის პოზიციაა, რომ არა მარტო მიზანშეწონილია, არამედ აუცილებელია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ეს არის ჩემი პოზიცია,“ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს შეიარაღებული ძალები დღეს კავშირგაბმულობის დღეს აღნიშნავს. სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მიულოცა, მათი ღვაწლი ხაზგასმით აღნიშნა, წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.