ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში წყალგამტარი მილ-ხიდი მწყობრიდან გამოვიდა. ადიგენის გამგეობის ცნობით, მოსული უხვი ნალექის შედეგად, მილ-ხიდი გაიჭედა, რის გამოც, წყალი გზის სავალ ნაწილზე მიედინებოდა.
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში არგენტინის ნაკრებთან გამართული შეხვედრა 11 ქულის სხვაობით წააგო. ავჭალის სტადიონზე მიმდინარე მატჩი არგენტინელების გამარჯვებით, ანგარიშით 37:26 დასრულდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს ეხმაურება და აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს.
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იან კელი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს ეხმაურება.
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 46-ე შეხვედრა გაიმართა.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ და პირველმა ლედიმ აგატა კორნჰაუზერ-დუდამ საქართველოში სახელმწიფო ვიზიტი დაასრულეს.
ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე სამხედრო საჰაერო თავდაცვის 22 წლისთავი აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ქართველი სამხედროები არ არიან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერნეტსივრცეში გავრცელებული თამაშის, „ლურჯი ვეშაპი“-ს შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის „მთავარ ინტერესს წარმოადგენს იმ გარემოების დადგენა, თუ რამდენად არის შემხებლობაში ინტერნეტში გავრცელებული თამაში ქართულ ინტერნეტსივრცესთან“.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (31 მაისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0093 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.