სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ბრძანებით, არხზე რეორგანიზაცია გამოცხადდა. ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს, რომლის ცნობითაც, ნიკა გვარამიას ბრძანების მიხედვით, ხელფასი 10-20% -ით შეუმცირდებათ არხის და გადაცემების ხელმძღვანელ პირებს, ასევე რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდება კადრების შემცირება.
ასპინძაში სკვერისა და დეკორატიული ღობეების მშენებლობა-აღდგენა მიმდინარეობს. როგორც Guardian.ge-ს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, სამუშაოებზე 290 390 ლარი დაიხარჯება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საქართველოს მასშტაბით გზების მოვლა-შენახვის სამუშაოები გრძელდება.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIB) ნიდერლანდების საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წარმომადგენლები სტუმრობენ.
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დიპლომატიურ რაიონში სატრანსპორტო საშუალებაში ამოქმედებულმა მძლავრმა ბობმმა სულ მცირე 90 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და დაახლოებით 400-ს დაზიანებები მიაყენა.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსის მეშვიდე მოდული დაიწყო. მოდულს გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ფსიქოლოგი ნინო ჯაფარიძე უძღვება.
მივესალმები თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს და გილოცავთ პროფესიულ დღეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პოლიციელის პროფესიული დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის პროფესიული დღე აღნიშნა. საზეიმო ღონისძიება შს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს ეხმაურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.