თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ „დიდუბის“ და გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ბოლო დღეს, პალესტინის ავტონომიის ლიდერს მაჰმუდ აბასს ხვდება.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თურქ კოლეგას, ბინალი ილდირიმს მთავრობის ადმინისტრაციაში, პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი მოქალაქე დააკავა.
სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმი“ სამმხრივ მინისტერიალს მასპინძლობს. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა რიგით მეხუთე შეხვედრა უსაფრთხოების გარემოს მიმოხილვით დაიწყეს.
შეძრწუნებული ვარ დიდ ბრიტანეთში, ქალაქ მანჩესტერში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში 2017 წელს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად 1, 350, 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხიდან 1, 282, 500 ლარი რეგიონულ ფონდზე, ხოლო 67, 500 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებაზე მოდის.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში თურქეთის პრემიერ მინისტრის, ბინალი ილდირიმის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
თბილისს ოფიციალურ ვიზიტად თურქეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელაგაცია პრემიერ მინისტრ ბინალი ილდირიმის ხელმძღვანელობით ეწვია.
მწუხარებას გამოვთქვამ ინგლისში, მანჩესტერში მომხდარი ტრაგედიის გამო, აღნიშნულია საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.