22 ადამიანია დაღუპული, მათ შორის ბავშვები, და 50-ზე მეტს დაზიანებები აქვს მიღებული ინგლისის ქალაქ მანჩესტერში ამერიკელი მომღერლის, არიანა გრანდეს კონცერტის დასრულებისთანავე მომხდარი აფეთქების შედეგად და შეერთებული შტატების ორმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მომხდარში თვითმკვლელია ეჭვმიტანილი.
„ვენეციის კომისიის ექსპერტებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღეს შენიშვნები არ გამოუთქვამთ. მათთან ამ საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება და დარწმუნებულები ვართ, რომ გვექნება აბსოლუტურად პოზიტიური დასკვნა მთლიანად დოკუმენტთან დაკავშირებით, მათ შორის, საპარლამენტო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებითაც“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტი მიესალმება ვენეციის კომისიის მდივნის თომას მარკერტის განცხადებას, რომელიც მნიშვნელოვნად მიიჩნევს კონსენსუსის მიღწევას კონსტიტუციის პროექტში პრეზიდენტის არჩევის წესისა და მანდატების განაწილების საკითხებთან დაკავშირებით.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან დაზიანებული ადგილები მოინახულა.
ასოციაციამ „ქართველები საფრანგეთში" ხონში მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, სოციალურად დაუცველ 25-მდე ოჯახს ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები გადაეცა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს ისრაელში ვიზიტი ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხეზე საუბრით დაიწყო, იმ შემთხვევაში თუ თეირანი ბირთვულ იარაღს შეიძენს.
სასამართლომ ტერორისტული აქტის მომზადებაში, დახმარებაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულები დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორშაბათს ისრაელში ჩავიდა. საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ მან განაცხადა, რომ გააჩნია ახალი მიზეზები ჰქონდეს იმის იმედი, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (22 მაისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0113 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურს, გენერალ-მაიორ ფინ უინკლერს შეხვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.