რომის პაპი შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ფხენიანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების გამო არსებული დაძაბულობის შესანელებლად საერთაშორისო შუამავლობის საჭიროების მოწოდებას აკეთებს.
თურქეთის მთავრობამ საჯარო სამსახურებიდან თითქმის 4 000 ადამიანი გაათავისუფლა, რაც გასული წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში მყოფი მორიგი წმენდაა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, შაბათს, მისი თეთრ სახლში შესვლის 100 დღე საარჩევნო კამპანიის სტილის მიტინგით აღნიშნა - ხმამაღალი შაძახილებით ესალმებოდა მხარდამჭერებს, რეკლამირებას უწევდა მის თავდაპირველ მიღწევებს და თავს ესხმოდა კრიტიკოსებს, რომლებიც მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს ცუდად აფასებდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა მოუწოდა დიდ ბრიტანეთს წარმოადგინოს „სერიოზული პასუხი“, თუ რა ბედი ელით დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის მოქალაქეებს „ბრექსიტის“ შემდეგ, ანუ როცა გაერთიანებული სამეფო დატოვებს ევროკავშირს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თავდაცვის უწყებაში ნეპოტიზმის არსებობასთან დაკავშირებით, „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ნადირაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
დაბა აბასთუმანში დღეს ადიგენის ახალგაზრდული კულტურული ფესტივალი ჩატარდა. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, ღონისძიება გამგეობის კულტურის სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,world vision საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ “ამბასადორთა ფორუმს” დაესწრო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეული საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით, თბილისში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 25 წლის იუბილის აღსანიშნავი ფორუმი იმართება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო და მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფორუმის მონაწილეებს.
თბილისში, ათონელის ქუჩაზე, აშშ-ის საელჩოს ყოფილ შენობაში საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმი იმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.