სამართალდამცავებმა 1987 წელს დაბადებული მ.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვის ფაქტზე დააკავეს.
დღეს ისრაელის საელჩოში იომ ჰაზიკარონის, ანუ ისრაელის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში შაბთაი ცურმა სიტყვა წარმოთქვა.
„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით ხვალიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი, გამგეობის სხვადასხვა სამსახურის უფროსებთან ერთად, ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
ტოკიოში იაპონიის იმპერატორის ჯილდოს 2017 წლის გაზაფხულის ლაურეატები გამოცხადდა. იაპონიის მთავრობის მიერ გავრცელებულ სიაში დასახელებულია პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც ლენტით დამშვენებული „ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დაჯილდოვდება.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების უპირატესობის მქონე „ცენტრისტმა“ კანდიდატმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა რეფორმირება უნდა განიცადოს, თორემ „ფრექსიტის“ პერსპექტივა იარსებებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის დამზადება - გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა.
ქართულმა ჯარმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბების პროცესში; თქვენ ასრულებთ ყველაზე საპატიო საქმეს დედამიწის ზურგზე და გაქვთ ჩვენი ხალხის უდიდესი სიყვარული, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დუშეთში, მეგობრულ სადილზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში იან კელის და ყოფილ ელჩებს - რიჩარდ მაილსს და კენეტ იალოვიცს უმასპინძლეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.