ბორჯომში სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ბორჯომის გამგეობის ცნობით, შეხვედრის მთავარ მიზანს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული კანონმდებლობით არსებული გარანტიების და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ მუნიციპალიტეტებსა და სამხარეო ადმინისტრაციებში საქმებული საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონის სოფლებში, ნაბაკევსა და ოტობაიაში, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფაქტს, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
რუსთავში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას ე.წ. გადასასვლელები ჩაიკეტა.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრალდება, რომ მისმა წინამორბედმა ტრამპის ტელეფონების ჩაწერის ბრძანება გასცა „უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება". აღნიშნული განცხადება ბარაქ ობამას წარმომადგენელმა, კევინ ლუისმა გააკეთა.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა „რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მესამე ტურის შეხვედრა სტუმრად, დაბა მედინა დელ კამპოში ესპანეთის ნაკრებთან გამართა და გამარჯვება მოიპოვა.
მე ვარ ძალიან გაბრაზებული საქართველოს მტრებზე - ივანიშვილზე, რომელმაც პრაქტიკულად ნულზე დაიყვანა ის, რაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში შევქმენით, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქალთა ორგანიზაციის მეორე ყრილობაზე ჩართვისას გააკეთა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა. გამგეობის ცნობით, დასუფთავდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საერაშორისო და საქალაქთაშორისო საავტომობილო გზების მიმდებარე ტერიტორია.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა. სიღნაღის გამგეობის ცნობით, აქციის ფარგლებში ქალაქისა და სოფლების ქუჩები, სკვერები, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიები და ცენტრალური გზები დასუფთავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.