ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 80-იანი წლების შემდეგ, პირველად, მეორე სვირისა და სადგურ სვირის დამაკავშირებელი გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ჩინეთმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს თავის სამხედრო ხარჯებს 7%-ით გაზრდის. ქვეყანამ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტს 10%-ით ზრდის.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მეორე და მესამე სამუშაო ჯგუფები მორიგ გაერთიანებულ სხდომას მართავენ. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაო ჯგუფების წევრებმა დისკუსია კონსტიტუციის 64-ე მუხლიდან განაახლეს, რომელიც იმპიჩმენტის წესს არეგულირებს.
ე.წ. ბავშვთა სამყაროს დაზარალებული მოვაჭრეები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი მარგველაშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის არჩევის წესსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და „არაკორექტულს" უწოდებს.
სტრასბურგში დუშეთის, თიანეთისა და კასპის მუნიციპალიტეტებსა და ევროპის საბჭოს შორის საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ალკოჰოლური სასმელის ფალსიფიცირების ფაქტი გამოავლინა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ173-კმ188 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.