საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, ერთობლივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდგომ მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს.
დღეს ევროკავშირის კარი გაიღო საქართველოსთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერა.
საქართველო არის და იქნება ძალიან სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის აღმოსავლეთის ფლანგზე, რომელიც ევროკავშირის სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესია, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ანტონიო ტაიანისთან შეხვედრისას გააკეთა.
ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (1 მარტი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0666 პუნქტით გამყარდა.
მამა გიორგი ჩვენებას მას შემდეგ გააგრძელებს, როდესაც უზრუნველყოფილი იქნებიან დაცვით მისი ოჯახის წევრები,- აღნიშნული განცხადება „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბრისას დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გააკეთა.
ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა ჩაიშალა. როგორც პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მზად იყვნენ ბრალდებულის დაკითხვისთვის, თუმცა, დეკანოზმა კითხვებზე პასუხის ნაცვლად, შეხვედრისას დაწყევლა.
საქართველოს პრეზიდენტმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა. გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, 93 პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს.
ვულოცავ საქართველოსა და ქართველ ხალხს - ეს არის მორიგი ნაბიჯი რომ კიდევ უფრო დაუახლოვდეთ ევროკავშირს, - აღნიშნული განცხადება ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპარლამენტარმა, ანდრეი მამიკინსმა გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.