თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების ქმედება მხოლოდ და მხოლოდ მედიისა და საზოგადოების წინაშე შოუს მოწყობას ემსახურებოდა, - ამის შესახებ ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სასამართლომ ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
სენაკში დაკარგული რვა წლის მოზარდის მშობლები შვილის მკვლელობაში ერთ-ერთ ადგილობრივ მცხოვრებს ადანაშაულებენ.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დღეს ევროპარლამენტში, საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრება.
თბილისის მერიის ცნობით, 1-ლი მარტიდან „მანის“ მარკის ახალი ავტობუსები N87 წრიულ მარშრუტზე (ბარათაშვილი-საბურთალო-ვაკე-ბარათაშვილი) იმოძრავებს და ერთ წრეზე, 240-ის ნაცვლად, 425 მგზავრის გადაყვანას შეძლებს. გამოთავისუფლებული ყვითელი ავტობუსები სხვა მარშრუტებზე გადანაწილდებიან.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დელეგაციასთან ერთად, დღეს ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ მთავარი პროკურატურის შენობა დატოვა. მიტროპოლიტი პროკურატურის შეკითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა.
ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყატარელ კოლეგასთან, სოლთან ბინ საად ალ მურაიხისთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაეროს ადამიანის უფლებათა 34-ე სესიის ფარგლებში შეხვდა პანამის დელეგაციას, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარია ლუიზა ნავარო ხელმძღვანელობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.