შეუძლებელია, შეცდომა არ დაგემართოს, როდესაც ხდება როლების და ფუნქციების აღრევა. რეალურად ჩვენ ვხედავდით ამ დღეების განმავლობაში, რომ პოლიტიკოსები პროკურორის როლს თამაშობდნენ, პროკურორები პოლიტიკოსების როლს თამაშობდნენ, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „არჩევანი" სტუმრობისას ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრისას გააკეთა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე რამდენიმე წუთის წინათ ჩაფიძის კლინიკიდან „ავერსის" კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს უფროსმა მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს საპატრიარქოში პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იმყოფებიან.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრების წევრების ბიოგრაფიათა კრებულის“ პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით გამოიცა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ სამინისტროს 2017 წლის მიზნობრივი პროგრამების პრეზენტაცია გამართა.
მამა გიორგის გადაწყვეტილებით, იგი სრულყოფილ ჩვენებას მისცემს უახლოეს დღეებში, ანუ დუმილის უფლებას დაარღვევს, - აღნიშნული განცხადება ჟურნლისტებთან საუბრისას დაკავებული დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გააკეთა.
ქობულეთში აღმაშენებლის გამზირზე ყინულისა და თოვლისგან დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ასეთი შემთხვევა, - აღნიშნული განცხადება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გააკეთა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (21 თებერვალი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0061 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.