დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა სტაბილურია, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ჩაფიძის კლინიკის კარდიოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სოფო უნგიაძემ გააკეთა.
„პატიმრობის შესახებ ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ, ზვიად მიხანაშვილმა წარადგინა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ „ჰელიოს ბერლინ ბუხის” კლინიკა დატოვა. უწმინდესი გერმანიიდან საქართველოში მოემგზავრება.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე მოხსენებით წარსდგა, კამათის ფონზე მიმდინარეობდა.
თბილისის საკრებულოს შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, ცეცხლი შენობის სასხვენო გადახურვას გაუჩნდა.
11-წლიანი პატიმრობის შემდეგ, „ეი-ეს-თელასის" ფინანსური მენეჯერის მკვლელობისთვის ბრალდებულები, ნიკა ჩემია და გიორგი გვიჩიანი სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა.
11-წლიანი პატიმრობის შემდეგ, „ეი-ეს-თელასის" ფინანსური მენეჯერის მკვლელობისთვის ბრალდებულები, ნიკა ჩემია და გიორგი გვიჩიანია სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა.
რა თქმა უნდა, ჩვენ შევუერთდებით ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ინიციატივას, რომელიც ამ ხელისუფლების ჩამოსაშლელად იქნება მიმართული, - აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ბოტკოველმა მთავარი პროკურორის გათავისუფლების შესახებ „ევროპული საქართველოს" ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიიდან დღეს დაბრუნდება.
შეერთებულ შტატებში ბაზირებულმა აუქციონის სახლმა განაცხადა, რომ წითელი ტელეფონი, რომელზეც ნაცისტური პარტიის სიმბოლოებია გამოსახული, აუქციონში მონაწილე ერთ-ერთმა მყიდველმა შეიძინა, რომლის ვინაობაც არ დასახელებულა. ტელეფონი აღწერეს, როგორც „ალბათ, ყველა დროის ყველაზე გამანადგურებელი ‘იარაღი’“. ნაცისტი დიქტატორის, ადოლფ ჰიტლერის ტელეფონი კვირას, შუადღისას გაიყიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.