ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება მშვიდობა გრძელვადიანი, არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი ომი არ იქნება ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლანჩხუთში, გურიის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
რაც ხდებოდა 2012 წელს და როგორი სასამართლო ჩავიბარეთ, ჩვენ კარგად გვახსოვს. მას შემდეგ, ე.წ. 4 ტალღის რეფორმა განხორციელდა სასამართლოში, რამაც უზრუნველყო კიდევ უფრო მეტი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, უფრო მეტი ტრანსფარენტულობა, გამჭვირვალობა ჩვენი მოსამართლეების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სასამართლოს ეხებოდა.
ყველა არჩევნები არის დასრულებული, ჩვენ გავიმარჯვეთ, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ასე რომ მანამდე გთხოვთ, მადროვოთ, ამდენი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლანჩხუთში, გურიის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მოვისმინე ის ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გარკვეულ სირთულეებს, გადარიცხვებზე და სხვა აქტივობებზე, ჩვენ ასევე მოვისმინეთ ბატონი ივანიშვილის ადვოკატის, მისი ინტერესების დამცველის დეტალური განმარტებები და ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლანჩხუთში ჟურნალისტებს განუცხადა.
ნამდვილად არ მაინტერესებს გაკოტრებული პოლიტიკოსების, ხელმოცარული პოლიტიკოსების საფუძველმოკლებული განცხადებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლანჩხუთში, გურიის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დააჯილდოვა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მათ წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ეჭვი მეპარება, რომ დასავლეთი დაადებს სანქციებს პირადად ბიძინა ივანიშვილს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სანქციების რეჟიმი მასაც გაურთულებს ცხოვრებას, - ამის შესახებ პროფესორი გია ნოდია „ფეისბუქში“ წერს.
თბილისის მერიის მხარდაჭერითდა ღვინის კლუბის ორგანიზებით, 14 მაისს, მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალი 2022“ წელს გაიმართება. მასში 61 ღვინის კომპანია (დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობა), 89 საოჯახო მარანი და ათი სხვა კომპანია (ღვინის აქსესუარები) მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
სენაკის მერიის მიერ 2022 წლის მარტში გამოცხადებულ 5 ტენდერში, რომელთა ჯამური ღირებულება 2,614,550 ლარია, სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანიამ, სს “არქეოპოლისმა” და ბიძაშვილის, იოსებ გადელიას კომპანიამ, შპს “ინდიკომ” უკონკურენტოდ გაიმარჯვეს. ვახტანგ გადელია ადრე თავადაც მუშაობდა “არქეოპოლისში”. სენაკის მერიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, იგი 2009-2013 წლებში სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ივანიშვილის სანქციების ქვეშ აღმოჩენის არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ ექპსერტი გია ხუხაშვილი წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.