ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენასთან თანამშრომლობის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორმა დევიდ რუცმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ხაშურის მუნიციპალიტეტის, გომის ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიმდინარე საამზომველო სამუშაოებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან ოლეგ (ბაჩო) თორთლაძესთან ერთად გაეცნენ.
ცაგერის მუნიციპალიტეტის გუნდი, საქართველოს ფრენბურთის, 2021-2022 წლების ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულია. ცაგერის მუნიციპალიტეტში საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი ჩატარდა.
საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში, თეიმურაზ პირველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მოადგილე, ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„კანონის წინაშე ყველანი თანასწორი ვართ და მასზე მაღლა ვერავინ და ვერაფერი ვერ დადგება“, -ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძეტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველამ ძალიან კარგად იცის, რა მოვლენები ვითარდებოდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო გასული წლების განმავლობაში.
თვითშეფასების კითხვარზე ევროკავშირისადმი ჩვენი პასუხების გადაცემის შემდეგ მოხარული ვარ, რომ ვიწყებ პირველ სამუშაო ვიზიტს ბრიუსელში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და პრემიერ-მინისტრს შორის გამართული საუბარი მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას არ ეხებოდა, -ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„ჩარჩი ხარ, რომელიც ჩემი სამშობლოთი ვაჭრობ, მიგიჭედებ ლურსმანს საქართველოს თავისუფლების გზაზე. როგორც მოგიყვანე ჩემი ხელით, ისე წაეთრევი ამ ქვეყნიდან, მოუსავლეთში - პუტინის. ამას გეუბნები მე, ჯანსუღ ჩარკვიანის შვილი, - ასე მიმართა დეპუტატმა, თამარ ჩარკვიანმა „მთავარი არხის“ ეთერიდან საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს.
დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი და უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განხადებაშია აღნიშნული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.