ევროკავშირი ამაყობს, რომ საქართველოს მთავრობისთვის არის მაგალითი და ამავე დროს მისი ძალისხმევის მხარდამჭერი, - აღნიშნული განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა

სრულად...

მხოლოდ 2011 წლიდან დღემდე, გრანტებისა და ტექნიკური დახმარების სახით, საქართველომ ევროკავშირისგან 450 მილიონზე მეტი ევრო მიიღო, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 30 მილიონი ევრო, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო, საჯარო მმართველობის რეფორმას მოხმარდება.

სრულად...

შიდა ტერიტორიების გამწვანების პროექტის ფარგლებში, ბუდაპეშტის ქუჩაზე, №40-ის მიმდებარე ფერდობზე გამწვანების აქცია გაიმართა. აქციაზე 50 ძირი კიპარისის, მთის ნეკერჩხლისა და ფიჭვის დიდი ზომის ნერგი დაირგო.

სრულად...

სამტრედიაში გარდაცვლილი ახალგაზრდის, დემურ სტურუას დედა ნონა ჯოჯუა ფიქრობს, რომ გოდერძი თევზაძე, რომელსაც სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ედება ბრალი, შეიძლება უდანაშაულო იყოს.

სრულად...

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საპარლამენტო არჩევნებზე ჯიხაშკარისა და მარნეულის საარჩევნო ოლქებში მომხდარ ინციდენტებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

სრულად...

საქართველოში პირველად, 12 მოსამართლე უვადოდ დაინიშნა. 12 მოსამართლეს შორის არიან ნატალია ნაზღაიძე, გიორგი მიროტაძე, გერმანე დადეშქელიანი, ნინო შარაძე, ციცინო კიკვაძე, მერაბ ღვინიაშვილი, ნანა ჯანხოთელი, გოჩა ფუტკარაძე, ხათუნა ხომერიკი, ნანა ჭიჭილეიშვილი, მურთაზ მეშველიანი და ლევან მიქაბერიძე.

სრულად...

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.

სრულად...

„სტარტაპ ჯორჯია“  თავისთავად ჩვენი მთავრობის სტარტაპია, რომელსაც გაცილებით დიდი უკუგება აქვს, ვინაიდან ტრანსფორმირდება ახალგაზრდების აზროვნების ახალი, გაცილებით დინამიური, მომავალზე ორიენტირებული ბრენდის ჩამოყალიბებაში და ეს არის ამ პროგრამის ყველაზე დიდი შედეგი,- განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ახალი პროექტის, „სტარტაპ მეგობრულის“ პრეზენტაციაზე.

სრულად...

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვაკეთებთ ყველაფერს რაც შესაძლებელია, რათა ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მივიღოთ, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა გააკეთა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი