ბორჯომში, ბაკურიანი-ციხიჯვრის დამაკავშირებელი გზის მოწესრიგება დასრულდა. პროექტის ფარგლებში გზის 9 კილომეტრიანი მონაკვეთი მოიხრეშა. ბორჯომის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, გზის აღნიშნული მონაკვეთი ქვიშა-ღორღით მოსწორდა და მოეწყო გვერდულები.
სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი აშენდება. ინვესტორი ქართულ-ირანული კომპანია GEOPARS-ია, რომელსაც პროექტის განსახორციელებლად, შესაბამისი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ, სუფსაში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გადაეცა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტობის "რესპუბლიკელი" კანდიდატის, დონალდ ტრამპის ქონებამ 2015 წლის შემდეგ სერიოზული დანაკარგი განიცადა და "ფორბსის" თანახმად, მისი ქონება 800 მილიონი ამერიკული დოლარით შემცირდა.
ლიტვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის მხარდამჭერი განცხადება მიიღო, რომელშიც ლიტველი დეპუტატები ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს მოუწოდებენ, უმოკლეს ვადებში იქნას მიღებული ყველა საჭირო გადაწყვეტილება.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შეძლებს გასცეს სათანადო პასუხი მათ, ვინც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელს უშლის.
2012 წლის შემდეგ 29 პოზიციით გავიუმჯობესეთ ადგილი გლობალურ კონკურენტუნარიანობის ინდექსში, რაც, რა თქმა უნდა, არის დიდი მიღწევა", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მარაგს მიაკვლია.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით აქციას მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, 16:00 საათზე გამართავს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა დასკვნითი აქციისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ 2 კვირაა, რაც ემზადება.
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები „სეთურის თანამოაზრეები“ არიან.
„9 დღეც მოითმინეთ და ჩადგება ქარიშხალი. დასრულდება მაღალი დონის ევროპული არჩევნებით. არ აქვთ მათ სიტუაციის არევის თავი. არჩევნების შემდგომ ჩვენ მივიღებთ იმას, რასაც 2012 წელს ელოდებოდა საზოგადოება“,-განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გორში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.