გპირდებით, გამარჯვების შემთხვევაში, აუცილებლად გავაუქმებ რუსეთთან სავიზო რეჟიმს, - აცხადებს "ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია დღეს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე რამდენიმე კონსტიტუციურ სარჩელზე გადაწყვეტილებებს გამოაცხადებს, მათ შორის ერთ-ერთი შეეხება "რუსთავი 2"-ის საქმეს.
,,ადამიანები მეუბნებიან, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არაფერი არ გაკეთებულა და მათი ყოფა არაფრით არ გაუმჯობესებულა, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ტერორის შიში აღარ აქვთ. ეს ნამდვილად დასაფასებელია, მაგრამ დანარჩენი?", - აღნიშნული განცხადება "ნინო ბურჯანაძე - ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურება. აღნიშნულ მოსამართლეებს შორისაა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი.
რომის პაპი ფრანცისკე პირველი დღეს, 30 სექტემბერს საქართველოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტს, სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ილია მეორეს და ასირიულ-ქალდეური კათოლიკური თემის წარმომადგენლებს შეხვდება.
დიდ დიღომში, ოლიმპიური ქალაქის, „ახალი თბილისის" ტერიტორიაზე საფეხბურთო და სარაგბო მოედნების მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.
თბილისში, გლდანის ახალ სავაჭრო ცენტრში 1 200 ადამიანი დასაქმდება. სავაჭრო ცენტრის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად, პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მიიღო მონაწილეობა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში გაფიცული 40 მუშა დღეს თბილისში რკინიგზის დეპარტამენტთან შიმშილობის აქციის დაწყებას გეგმავს.
„ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში - 7 თვეში დასრულდა და ჩვენ მზად ვართ უახლოეს დროში ამ შეთანხმების ხელმოწერისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
4,5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია და კიდევ ერთი ახალი საწარმო შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, - ხილის სპირტის მწარმოებელი საწარმო აგარაში დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.