ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმართება.
გერმანიის მმართველი კოალიცია კრიზისშია მას შემდეგ, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა საკვანძო მინისტრი გადააყენა და განაცხადა, რომ მომავალი წლის დასაწყისში მისი მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად კენჭისყრა გაიმართება.
დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს იგებს და თეთრ სახლში ისტორიული დაბრუნებისთვის ემზადება. ბოლო მონაცემებით, მას საარჩევნო კოლეგიაში 279 ხმა აქვს მიღებული, თავის მეტოქეს, კამალა ჰარისს კი 223. გამარჯვებისთვის 270 ხმა არის საჭირო. დარჩენილია 4 შტატის შედეგების გამოქვეყნება, რასაც უკვე არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება, რადგან ტრამპს გამარჯვებისთვის საჭიროზე 9-ით მეტი ხმა უკვე აქვს მოპოვებული.
ფლორიდაში თავისი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა თავი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად გამოაცხადა და მის გამარჯვებას „დიდებული გამარჯვება“ უწოდა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივს გაუგებარს უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად მყარი მტკიცებულებების ქონაა საჭირო.
საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ გააუქმა №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი.
თეთრიწყაროს მოსამართლის საპირწონედ დგას 22 მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლებიც სხვანაირად ხედავენ საკითხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.
მოლდოვაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამ ეტაპზე ხმების 98.06 პროცენტია დათვლილი და ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით, არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ იმარჯვებს - ხმათა 54.47 პროცენტით, მის კონკურენტს, ალექსანდრე სტოიანოგლოს კი, ხმათა 45.53 პროცენტი აქვს მიღებული.
ევროკომისიამ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირში უკრაინისა და მოლდოვის შესვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 2025 წელს, „რაც შეიძლება მალე“, შემდეგ ეტაპზე გადავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.