საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოქმედ თავმჯდომარეს, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე დახვდნენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს, მარია თეოდორუს უმასპინძლა. თავდაცვის მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა. შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და საბერძნეთს შორის მეგობრობასა და პარტნიორობას და მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ვიზიტით ევროკავშირის მაღალი დონის დელეგაცია იმყოფებოდა. თავდაცვისა და უსაფრთხოების დირექტორატის ხელმძღვანელს პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის სამხედრო შტაბის თავმჯდომარეს, ვიცე-ადმირალ ერვე ბლეჟანს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. თავდაცვის ხელმძღვანელ პირებთან გამართულ შეხვედრებზე ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმდინარე აქტუალური საკითხები და სამომავლო პრიორიტეტები განიხილეს.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკის განხორციელება არის მხოლოდ მთავრობის კომპეტენცია, როდესაც მიზანშეწონილობის ნაწილში იჭრება პრეზიდენტი, რაც მთლიანად მთავრობის პრეროგატივაა, როდესაც იჭრება საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში, ეს დამატებით მეტყველებს იმაზე, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა მიიღეს. სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებზე, რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროსა და დამეგობრებული ქალაქების ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, უკრაინაში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით, 24 თებერვლამდე პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის მიღწევა შეუძლებელი იქნება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 30 მარტს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
თბილისის პარკინგის სპეციალურ საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანისა და 24 საათის განმავლობაში შენახვის საფასურში ცვლილება შედის.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საინფორმაციო ვებგვერდზე, Just The News-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, გაავრცელოს დამაზარალებელი ინფორმაცია, რომელიც მას ბაიდენის ოჯახზე გააჩნია. ინტერვიუში ტრამპმა წამოაყენა დაუმტკიცებელი პრეტენზია რუსეთში ჰანტერ ბაიდენის საქმიანი გარიგებების შესახებ და სთხოვა პუტინს, გამოაქვეყნოს ნებისმიერი ინფორმაცია, რაც შეიძლება გააჩნდეს ამ სიტუაციის შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.