შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-დანიის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები. საუბარი შეეხო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას.

სრულად...

GUARDIAN.GE - ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თვითმარქვია პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებას, რომ უახლოეს პერიოდში შესაბამისი იურიდიული ნაბიჯები გადაიდგმება და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“ თავისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის შემადგენლობაში იქნება - კრემლი ეხმაურება.

სრულად...

დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანა მარია შიკოს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა უნგრელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

სრულად...

ყაზახეთის მხარესთან საქართველოს სატრანსპორტო კორიდორში ნავთობის და ნავთობპროდუქტების დამატებითი მოცულობების გადაზიდვის შესახებ აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს. კერძოდ, 2022 - 2023 წლებში დაგეგმილია ყაზახური წარმოშობის დაახლოებით 2 მლნ ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბათუმის ნავთობტერმინალის გავლით ტრანსპორტირება - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა განაცხადა.

სრულად...

არის მცდელობა, ის მძიმე შედეგები, რომლებიც ვიხილეთ 2008 წელს, კვლავ იყოს გამეორებული და საქართველო კვლავ იყოს ჩართული პროვოკაციებში, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, რადგან თანმიმდევრული ვართ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დანიელ კოლეგასთან, იეპე კოფოდთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სრულად...

საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ყაზახეთს შორის ხელი მოეწერა „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის“ შესახებ ოთხმხრივ დეკლარაციას, რომელშიც ხაზი გაესვა ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის მნიშვნელობასა და დეკლარაციის მხარე სახელმწიფოების სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.

სრულად...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 14.6 პროცენტით გაიზარდა, იანვარი-თებერვლის ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 16.3 პროცენტია.

სრულად...

ქალაქ ნინოწმინდის კულტურის ცენტრის მიმდიბარე ტერიტორიაზე, მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით, მისი უფროსის, ლევონ ვარდანიანის ხელმძღვანლობით, ტრადიციული კონკურსი „თოვლის ქანდაკებები“ გაიმართა.

სრულად...

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ჭიათურის მერთან გივი მოდებაძესთან ერთად, სოფელ ითხვისში დაზიანებული სახლები მოინახულა, დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და მათგან ინფორმაცია პირადად მოისმინა. ამ ეტაპზე 12 ოჯახი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ ჭიათურის მერია დაზარალებულ ოჯახებს დროებით ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი