სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მარნეულში ადამიანების ჯგუფურ მოწამვლასთან დაკავშირებით ღონისძიებებს ახორციელებენ.
უკრაინელი მილიონერი ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელმაც გასულ წელს პოლიტიკური პარტია "ბედნიერი საქართველოსთვის" დააფუძნა, შემდეგ კი პარტიის ფუნქციონირება შეაჩერა, საპარლამენტო არჩევნებში ქობულეთის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას დღეიდან იწყებს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნული ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მდებარე ჩინეთის საელჩოსთან თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც საელჩოს სამმა თანამშრომელმა დაზიანებები მიიღო. BBC-ის ინფორმაციით, სამივე პირი ყირგიზეთის მოქალაქეა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, დაბა ოჩხამურის თიკერის დასახლებაში ბეტონის საფარი მოეწყო. ბეტონის საფარი შიდასასოფლო გზის 250 მეტრიან პრობლემატურ მონაკვეთებზე დაიგო. ამის შესახებ Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
„ჩვენ გვაქვს გეგმა, ერთ მილიონ ადამიანს, ვინც სოციალურად დაუცველია, 4 წლის განმავლობაში, სადაც არ უნდა იმუშაოს, არ მოვუხსნით ამ სტატუსს“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში თავისი მეორე სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა. საუბრის მთავარი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა და მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყო.
საქართველოს მთავარი პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლის დედაზე, ნოტარიუს ტატიანა ახვლედიანზე პროკურატურის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის ფაქტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ქორწილში 200-მდე ადამიანი მოიწამლა. მოწამლულებიდან 28 მცირეწლოვანი ბავშვია, მათგან 21 ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.